სავაჭრო ცენტრები სამუშაო საათებს ცვლიან - როგორ იმუშავებენ მოლები „კომენდანტის საათის“ პირობებში?

დღეიდან, 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება.

ამ შეზღუდვის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 2 ათასი ლარით დაჯარიმდება.

გადაადგილების შეზღუდვის გამო, სამუშაო საათებს ცვლიან სავაჭრო ცენტრებიც. ისინი ძირითადად, 21:00 სთ-მდე იმუშავებენ. კერძოდ:

„თბილისი მოლი“ - 10:00-დან - 20:30-მდე; „კარფური“ – 09:30-დან - 20:00-მდე.

„ისთ-ფოინთი“ - 10:00 საათიდან 20:00 საათამდე; ხოლო „კარფურის“ სამუშაო საათები 09:30-დან 20:00 საათამდე იქნება.

„გალერია-თბილისი“ - 10:00-დან 21:00 საათამდე იმუშავებს;

„სითი-მოლი“ – „სითი მოლი საბურთალო“ და „სითი მოლი გლდანი“ 10:00 საათიდან 21:00 საათამდე იმუშავებს.

თაია არდოტელი