„ტერასა ბაკურიანი“ აპარტამენტებზე 12%-მდე ფასდაკლებას და 30-თვიან შიდა უპროცენტო განვადებას გთავაზობთ

„ტერასა ბაკურიანის“ აპარტამენტებზე 20 ნოემბრამდე განსაკუთრებული შეთავაზება ვრცელდება - 12%-იანი ფასდაკლება და 30-თვიანი შიდა უპროცენტო განვადება.

„ტერასა ბაკურიანი“ პრემიუმ-კლასის კომპლექსია, რომელიც როგორც აპარტამენტებს, ისე სასტუმროს, რესტორანს, აუზს, სხვა გასართობ და რეკრეაციულ სივრცეებს მოიცავს. ბაკურიანის სპეციფიკიდან გამომდინარე, კომპლექსის 4 800 კვადრატული მეტრი სრულად დაეთმობა ეზოს, სადაც როგორც ბავშვთა გასართობი, ისე სხვა სახის დასასვენებელი სივრცეები მოეწყობა.

„ტერასა ბაკურიანს“ დეველოპერული კომპანია „ტერასა ჯგუფი“ ახორციელებს. კომპანიის კომერციული დირექტორის თამარ გაფრინდაშვილის განმარტებით, მობინადრეები აპარტამენტებს სრული რემონტითა და ავეჯით ჩაიბარებენ, შესაბამისად, დამატებითი ხარჯების გაწევა აღარ მოუწევთ და დროის დაზოგვის საშუალებაც მიეცემათ.

ამის გარდა, სამშენებლო ფართის 50% ეთმობა შიდა ეზოსა და საბავშვო გასართობ ზონას. ასევე, მოეწყობა სასეირნო ბილიკები. რესტორნისა და აუზის ტერიტორია ჯამში, დაახლოებით 500 კვადრატულ მეტრამდე მიწის ფართობს მოიცავს. კომპლექსში წარმოდგენილი დახურული აუზი და რესტორანი ტერასით დამსვენებლებისთვის დამატებით კომფორტს შექმნის“, - აღნიშნავს თამარ გაფრინდაშვილი.

terasa1-1604921091.jpg

წინასწარი გაყიდვების პერიოდში, 20 ნოემბრამდე, აპარტამენტის შეძენის შემთხვევაში მომავალი მობინადრეები ათი ათასობით ლარის დაზოგვას შეძლებენ. მაგალითად, 40,5 კვ.მ ფართობის ბინის შეძენის შემთხვევაში, რომლის უპირატესობაც ცალკე საძინებელი და კოხტას მიმართულებით ბაკურიანის მთების შთამბეჭდავი პანორამული ხედია, ფასდაკლებით 124 539 ლარი გამოდის ანუ მობინადრე აპარტამენტს 11 000 ლარიანი ფასდაკლებით იძენს.

terasa2-1604921122.jpg

რაც მთავარია, ბინა აღჭურვილი იქნება სრული რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით. შესაბამისად, ის დისკომფორტი რაც ბინის რემონტს ახლავს თავიდან იქნება აცილებული. მესაკუთრეს საშუალება ექნება, ისარგებლოს „ტერასა ბაკურიანის“ გაქირავების სერვისით. რაც შეეხება აპარტამენტში გადახდილი თანხის უკუგებას, ყველაზე პოპულარული საიტის Booking.com-ის კვლევით, ეს 3-4 წელშია შესაძლებელი.

terasa3-1604921151.jpg

აღსანიშნავია, რომ ის სპორტული ღონისძიებები, რაც ბაკურიანშია დაგეგმილი, აპარტამენტების ფასებსა და მოთხოვნაზე პირდაპირ აისახება და მათ გაძვირებას იწვევს. მაგალითად, 2023 წელს კურორტზე დაგეგმილია სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატი. მანამდე, 2021 წლის თებერვალში კი ბაკურიანში მსოფლიო თასის პირველი ეტაპი Ski Cross-შია დაგეგმილი. ამის შესახებ ხელშეკრულება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციასა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციას შორის უკვე გაფორმდა. მსგავსი ღონისძიებები ბაკურიანის პოპულარიზაციაზე მსოფლიოს მასშტაბით აისახება, შესაბამისად გაიზრდება ინტერესი ბაკურიანის მიმართ, როგორც ადგილობრივად, ისე გლობალურად.

ჩემპიონატების გამო, აპარტამენტებზე ფასების ცვლილებას პროგნოზირებენ „ტერასა ჯგუფშიც“, რომლის პროექტი „ტერასა ბაკურიანი“ 2022 წელს დასრულდება ანუ 2023 წლის ჩემპიონატის პერიოდში ვიზიტორების მისაღებად სრულ მზადყოფნაში იქნება.