ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
239,6 მლნ ლარზე მეტი - რომელი ბანკის ანგარიშზეა ყველაზე მეტი დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონება

2020 წლის მესამე კვარტალის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ანგარიშზე ჯამში 239 630 112 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონებაა დასაკუთრებული. ამის შესახებ კომერციული ბანკების ანგარიშგებაშია აღნიშნული.

ამავე მონაცემებით, დასაკუთრებული ქონების მოცულობის მიხედვით, ტოპ ხუთ ბანკში შედის:

  • საქართველოს ბანკი – 104 472 445 ლარი
  • თიბისი ბანკი – 82 033 961 ლარი
  • ბაზის ბანკი – 17 386 636 ლარი
  • ხალიკ ბანკი საქართველო – 10 492 673 ლარი
  • ვითიბი ბანკი ჯორჯია – 9 695 734 ლარი

რაც შეეხება სხვა კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობებს, ასე გამოიყურება:

სილქ როუდ ბანკი – 331 745 ლარი, ქართუ ბანკი – 6 013 426 ლარი, კრედო ბანკი – 1 344 602 ლარი, ფინკა ბანკი საქართველო – 227 212 ლარი, ტერაბანკი – 6 139 467 ლარი, ლიბერთი ბანკი – 33 530 ლარი, ზირაათ ბანკი საქართველო – 68 395 ლარი, პროკრედით ბანკი – 189 577 ლარი, იშ ბანკი საქართველო - 1 102 534 ლარი, პაშა ბანკი საქართველო - 98 175 ლარი.

2020 წლის მესამე კვარტალში ბაზარზე სულ 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა.

ნინი ქეთელაური