წამყვანმა ამერიკულმა გაზეთებმა - The Wall Street Journal-მა და New York Times-მა მიმდინარე წლის მესამე კვარტალში მოგების ზრდის შესახებ გამოაცხადეს. ზრდა ხელმომწერების მატების შედეგად იქნა მიღწეული. ხელმომწერების ზრდის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა კი გაანეიტრალა რეკლამებიდან მიღებული მცირე შემოსავლები.
კომპანი News Corp.,-მა რომელსაც ეკუთვნის WSJ, HarperCollins Publishers და საინფორმაციო სააგენტოები დიდ ბრიტანთსა და ავსტრალიაში, მესამე კვარტალში 34 მილიონი დოლარის წმინდა მოგების შესახებ გამოაცხადა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მისმა წმინდა მოგებამ შეადგინა 227 მილიონი დოლარი.
რაც შეეხება შემოსავლებს, გასულ კვარტალში ის 9,5%-ით შემცირდა 2,12 მილიარდ დოლარამდე გასული წლის 2,34 მილიარდიდან, რაც პირველ რიგში News America Marketing-დან შემოსავლების კლებამ განაპირობა, რომელიც სარეკლამო პოსტერების, ფლაერების და კუპონების ბეჭდვითაა დაკავებული. რაც შეეხება ხელმომწერებიდან მიღებულ შემოსავალს, ის 0,7%-ით გაიზარდა 1 მილიარდ დოლარამდე, ხოლო რეკლამიდან შემოსავალი 45%-ით შემცირდა 332 მილიონამდე.
კომპანია New York Times Co., რომელიც ამავე სახელწოდების გაზეთს გამოსცემს, მესამე ფინანსურ კვარტალში გაორმაგებულ წმინდა მოგებაზე გვამცნობს. კომპანიის ინფრომაციით, მისმა წმინდა მოგებამ შეადგინა 33,6 მილიონი დოლარი, მაშინ როცა გასულ წელს იყო 16,4 მილიონი დოლარი.
კომპანიის შემოსავლები მესამე კვარტალში 0,4%-ით შემცირდა 426,9 მილიონ დოლარამდე, გასული წლის 428,5 მილიონთან შედარებით. ამასთან, ხელმოწერებიდან მიღებული შემოსვლები გაიზარდა 12,6%-ით 301 მილიონამდე, ხოლო რეკლამიდან მიღებული შემოსავლები 30,2%-ით შემცირდა 79,3 მილიონამდე.