ბოლო 24 საათში კორონავირუსით 22 ადამიანი გარდაიცვალა“,- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, გარდაცვლილი 22 ადამიანიდან 11 თბილისში მკურნალობდა.
„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 22 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 11 , აჭარაში - 4, იმერეთში - 6, ხოლო ქვემო ქართლში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 521 გარდაცვალების შემთხვევა“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს, საქართველოში კორონავირუსის 2970 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 63650-ს შეადგენს. ამასთან, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2348 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 47390-მდე გაიზარდა.