საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 37 200 000 აშშ დოლარი გაყიდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სებ-იდან აცნობეს, დღეს გამართულ აუქციონზე გასაყიდად 40 მილიონი აშშ დოლარი იყო გამოტანილი.
"2020 წლის 10 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 40 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე 37 200 000 აშშ დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.3169 შეადგინა",-აღნიშნულია ინფორმაციაში.