კუს ტბის საბაგირო გზა მგზავრებს 21:00 საათამდე მოემსახურება

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დღეიდან შეზღუდვა კუს ტბის საბაგირო გზაზეც წესდება. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, კუს ტბის საბაგირო გზის მუშაობის გრაფიკი იცვლება. მათი ინფორმაციით, საბაგირო მგზავრებს დროებით, 22:00 საათის ნაცვლად, 10:00-დან 21:00 საათამდე მოემსახურება.