Apple-მა ახალი ნოუთბუქები და სტაციონალური Mac Mini წარადგინა

ამერიკულმა კომპანიამ Apple წარმოადგინა ახალი თაობის ნოუთბუქები MacBook Air, MacBookPro და სტაციონალური კომპიუტერი Mac Mini, რომელთაც საკუთარი წარმოების პროცესორი აქვს. ღონისძიების ტრანსლირება კომპანიის საიტზე მიმდინარეობდა და მისი ჩაწერა მოხდა მანამდე კომპანიის სათავო ოფისში Apple Park-ში, კუპერტინოში.

„ახლა ჩვენ გვაქვს ყველა საჭირო ტექნოლოგია Mac-ის ახალი თაობისთვის. მოვიდა დრო წარმოგიდგინოთ პირველი Mac-ი პროცესორით M1. ეს არის მოწყობილობა, რომელშიც M1-ის წარმადობა ცვლის ყველაფერს“, - განაცხადა პრეზენტაციაზე კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯონ ტერნუსმა.

ნოუთბუქები

ახალი MacBook Air-ის ეკრანის დიაგონალია 13.3 დიუიმი. მისი ოპერაციული სისტემის მოცულობა 16 გიგაბაიტია. "თუ შევადარებთ MacBook Air-ს ამავე კლასის Windows-ის ნოუთბუქებს, ახალი MacBook Air სამჯერ სწრაფია“ - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა მას ლორა მეცმა. მისი თქმით, ახალი ნოუთბუქი უფრო მძლავრია, ვიდრე ბაზარზე არსებული ნოუთბუქების 98%. მას არ დაუკონკრეტებია რის საფუძველზე გამოთვალეს მათ ეს ციფრი.

მეცის თქმით, MacBook Air-ს არ ექნება ქულერი და ის აბსოლუტურად უხმოა. როგორც მან განმარტა, აკუმულატორი საშუალებას იძლევა მოწყობილობამ ინტერნეტში 15 საათი იმუშავოს უსადენოდ, ხოლო ვიდეოს ყურების რეჟიმში 18 საათი. ეს კი 6 საათით მეტია, ვიდრე აქამდე. მოწყობილობის მინიმალური ფასი 999 დოლარია.

MacBookPro-ს ამავე ზომის ეკრანი აქვს და ოპერატიული მეხსიერების მაქსიმალური მოცულობა აქვს როგორც MacBook Air-ს. მის ელემენტს შეუძლია 17 საათი ინტერნეტში და 20 საათი ვიდეო ყურების რეჟიმში იმუშავოს.

სტაციონალური Mac Mini

Mac Mini -ის წინა განახლება 2018 წელს მოხდა. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა ჯული ბრუმსმა განაცხადა, პროცესორი M1 სისტემის ფუნციონირებას უფრო მაღალ სისწრაფეზე უზრუნველყოფს, ვიდრე წინა მოდელებში, რომლებშიც გამოიყენებოდა Intel-ის ჩიპები. კომპანიაში აცხადებენ, რომ მოწყობილობა, რომელიც ათჯერ პატარაა ხუთჯერ უფრო სწრაფად მუშაობს ყველაზე პოპულარულ Windows-ზე მომუშავე კომპიუტერებზე, რომლებიც ამ საფასო დიაპაზონშია წარმოდგენილი.

Mac Mini-ის მეხსიერების მოცულობა 64 გბ-ია, მაქსიმალური SSD-მხარდაჭერა 2 ტერაბაიტი. "Mac Mini არის შესანიშნავი მოწყობილობა სწავლულებისა და ინჟინრებისთვის, რომლებიც იყენებენ ღრმა სწავლების ტექნოლოგიას“ - აცხადებს ბრუმსი.

ამ მოწყობილობის ფასი შტატების ტერიტორიაზე 699 დოლარიდან იწყება, რაც წინაზე 100 დოლარით ნაკლებია.

კოკა კვირკველია