საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ასეულობით ბიზნეს კომპანიის ინტერესებისა და თხოვნის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ ბიზნესის მხარდასაჭერად განხორციელებული ის საგადასახადო შეღავათები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის გაზაფხულზე პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად შემოიღო, გარკვეული პერიოდით დამატებით უნდა გაგრძელდეს.
„უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ პანდემიის დაწყებიდანვე ასოციაცია ჩართული იყო და მიესალმა ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებას. ამასთან, საგადასახადო შეღავათები დროში შემოისაზღვრა და ისინი გათვლილი იყო პანდემიის პირველი ტალღის ნეგატიური შედეგების შემსუბუქებაზე. იმ პერიოდში შემუშავებული ღონისძიებათა პაკეტი, ბუნებრივია, ვერ გაითვალისწინებდა ბიზნეს ოპერატორების წინაშე შემოდგომაზე, ანუ პანდემიის მე-2 ტალღის დროს წამოჭრილ ახალ სირთულეებს. უფრო მეტიც, დღეს ბიზნეს ოპერატორები კიდევ უფრო მეტი სიმწვავით განიცდიან იმ პრობლემებს, რასაც ისინი პანდემიის პირველ თვეებში აწყდებოდნენ.
საგადასახადო შეღავათები კი, რომლებიც სხვა ღონისძიებებთან ერთად, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტში შედიოდა, მოიცავდა შემდეგ ღონისძიებებს:
ზემოაღნიშნული საგადასახადო შეღავათების გაჩენამ საგადასახადო კანონმდებლობაში ძალიან პოზიტიური გავლენა იქონია ეკონომიკის მთელ რიგ სექტორებზე, რადგანაც მან საშუალება მისცა ბიზნესს ძალიან რთულ და არაპროგნოზირებად გარემოში, როდესაც მასიურად ხდება შემოსავლების კლება, სახელმწიფოს მიერ დატოვებული რესურსების ხარჯზე შეენარჩუნებინათ სამუშაო ადგილები.
როგორც უკვე აღინიშნა, დღეისათვის საშეღავათო პერიოდი ამოიწურა, და ეს ხდება მაშინ, როდესაც, პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემები გრძელდება და, უფრო მეტიც, ამ კუთხით სახეზეა სიტუაციის შემდგომი დამძიმება. ძალიან დიდი ალბათობით, მომდევნო თვეების განმავლობაში ბიზნესს გაუჭირდება სამუშაო ადგილების შენარჩუნება, ხოლო სამუშაოს გარეშე დარჩენილი ადამიანები დამატებით ტვირთად დააწვება როგორც სახელმწიფოს ასევე ზოგადად საზოგადოებას.
რაც შეეხება ტურიზმისა და სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიას, ყველას კარგად ესმის, რომ ეს სექტორი პანდემიის გამო ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორია და იგი პრაქტიკულად გაჩერებულია. ადვილად წარმოსადგენია, რომ ამ სექტორში მოღვაწე კომპანიათა უმრავლესობას (მიუხედავად იმისა მსხვილი, საშუალო თუ მცირე ზომის არის კომპანია) საკმაოდ მწვავე ხასიათის პრობლემები შეექმნებათ თუ ისინი ამა წლის 1 დეკემბერს დაგროვილი საშემოსავლო გადასახადის გადახდის აუცილებლობის წინაშე დადგებიან.
შესაბამისად, ვითვალისწინებთ რა სრულიად ქართული ბიზნესის წინაშე მდგომ გამოწვევებს, ვთხოვთ საქართველოს მთავრობას და საქართველოს ახლადარჩეულ პარლამენტს, რომ უმოკლეს ვადებში მოხდეს ცვლილებების შეტანა საგადასახადო კოდექსში. კერძოდ,
გვინდა ხაზგასმით ავღნიშნოთ, რომ ზემოაღნიშული ორივე თხოვნა პირდაპირ კავშირშია და ემსახურება ჩვენს ქვეყანაში სამუშაო ადგილების შენარჩუნებას, რაც ვფიქრობთ, უნდა იყოს ნებისმიერი ჩვენთაგანის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი.
ვინაიდან, საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანა არის საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილება, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია გამოთქვამს სრულ მზადყოფნას პროფესიულ დისკუსიებში ჩაერთოს ყველა მხარესთან, რათა ძალიან სწრაფად, საქართველოს ახალი პარლამენტის პირველივე სხდომებზე მოხდეს ამ ცვლილებების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება“, - აღნიშნულია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.