„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ Fortuner-ის უახლეს მოდელზე უპრეცედენტო ფასდაკლებას აცხადებს

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს 2020 წლის Toyota Fortuner DSL-ზე უპრეცედენტო ფასდაკლებას სთავაზობს. ავტომოყვარულებისთვის 2.4 დიზელის ძრავაზე მომუშავე Fortuner-ის უახლესი მოდელის შეძენა ცენტრში 12 000-ლარიანი ფასდაკლებითა და 5-წლიანი გარანტიით არის შესაძლებელი, - ამის შესახებ ინფორმაციას TOYOTA-ს პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ აცხადებენ, რომ 2020 წლის Toyota Fortuner DSL-ის შეძენის შემთხვევაში, რომელიც უკვე შეზღუდული რაოდენობითაა დარჩენილი, ფასდაკლებასთან ერთად, მყიდველს საჩუქრად ავტომანქანის მაცივარი და ექსტერიერ-ინტერიერის მოვლის საშუალებები გადაეცემა.

როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ განმარტავენ, დიზელის ძრავაზე მომუშავე Toyota Fortuner DSL-ის შეძენის შემდეგ, ავტომობილზე გარანტია იმოქმედებს 5 წელი ან 160 000 კმ, რომელიც უფრო ადრე შესრულდება.

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მისულ მომხმარებელს მომსახურებას პანდემიის გავრცელების საპრევენციო რეგულაციებისა და უსაფრ­თხო­ე­ბის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბის სრული დაცვით გაუწევენ.

მომხმარებელი, რომელსაც ფასდაკლების აქციით სარგებლობა სურს, შეუძლია წინასწარ დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022 და შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს Toyota Fortuner DSL-ის შესაძენად, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს - 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116 (ყოფილი მე-20 კმ); www.toyota-tbilisi.com