გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების შესვლა შეიზღუდა - ვისზე დაიშვება გამონაკლისი

გერმანიის ხელისუფლებამ საფრანგეთის ტერიტორიაზე საქართველოდან მიმავალ მგზავრთა შესვლასთან დაკავშირებულ რეგულაციებში ცვლილებები შეიტანა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 9 ნოემბრიდან შეიცვალა რისკის ქვეყნებს მიკუთვნებული ქვეყნებიდან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შესვლის წესები, რომელიც შეეხება როგორც საჰაერო, ისე საზღვაო და სახმელეთო საზღვრით შემავალ პირებს.

რისკის ქვეყნებიდან გერმანიაში შესული პირები ვალდებულნი იქნებიან - იყვნენ 10 დღე თვითიზოლაციაში კერძო ბინაში ან სასტუმროში. გერმანიაში შემოსვლამდე ისინი ვალდებულნი არიან ვებ-გვერდის www.einreiseanmeldung.de მეშვეობით მოახდინონ მგზავრობის რეგისტრაცია. PCR ტესტის გაკეთება შესაძლებელი იქნება, როგორც წესი, მხოლოდ თვითიზოლაციის მე-5 დღიდან.

აქამდე შესაძლებელი იყო საზღვარზე ნეგატიური 48 საათიანი კოვიდ ტესტის წარმოდგენით თვითიზოლაციის ჩანაცვლება. ამასთან, გამონაკლისები, მაგ. ტრანზიტული გავლა, ვიზიტი 72 საათამდე, ოფიციალური ვიზიტები, მაღალი რანგის დიპლომატების ვიზიტი და ა. შ. რეგულირებულია ცალკე ფედერალურ მიწების მთავრობათა მიერ ყოველ მიწაზე ინდივიდუალურად.

უწყების ცნობითვე, ტურისტული მიზნით მგზავრობა ნებადართული აღარ არის. შეზღუდვების შესაბამისად, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოდან შემოსვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში, შემდეგი პირებისთვის:

  • ჯანდაცვის სფეროს პერსონალი, მეცნიერ-მკვლევარები, მომვლელი პერსონალი,
  • გერმანიაში დასაქმებული პირები და მაღალკვალიფიციური პერსონალი, რომელთა დასაქმება ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია,
  • მეზღვაურები გემზე ასასვლელად დანიშნულების ნავსადგურამდე ტრანზიტით მგზავრობის შემთხვევაში,
  • სასაქონლო გადაზიდვების და სხვა სატრანსპორტო საშუალებების პერსონალი,
  • სასოფლო სამეურნეო სფეროში სეზონურად დასაქმებული პირები,

სტუდენტები ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით განათლების მიმღებნი, რომელთა სწავლება უცხოეთიდან სრულყოფილად არ არის შესაძლებელი, კერძოდ, სასწავლო მიზნით შემოსვლა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუკი სრულდება შემდეგი წინაპირობები:

  • სახეზეა სასწავლო მიზნით გაცემული ვიზა (მათ შორის ძირითად სასწავლო პროგრამასთან ინტეგრირებული ენის კურსის ჩათვლით), წარდგენილ იქნება საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ კოვიდ-19 ვირუსით განპირობებული აქტუალური მდგომარეობის მიუხედავად, წარმომდგენი პირის ადგილზე ყოფნა სავალდებულო ხასიათისაა (აუცილებელია არა მხოლოდ ონლაინ ჩართვებში, არამედ სწავლების რეზიდენტულ ფაზაში უშუალო ჩართულობა), ასევე შესაძლებელია ქვეყანაში შემოსვლა ენის კურსზე დასწრების მიზნით იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში შემოსვლის მომენტში პირი შეძლებს დაადასტუროს, რომ შესაბამის სფეროში განათლების მიღების წინაპირობას კონკრეტული ენის კურსის წარმატებით გავლა წარმოადგენს (ამ შემთხვევაში დაუშვებელია შუალედურ პერიოდში სამშობლოში დაბრუნება და ძირითად საგანმანათლებლო პროცესში ჩართვის მიზნით გერმანიაში ხელმეორე შემოსვლა). ანალოგიურად შესაძლებელია ქვეყანაში შემოსვლა უცხო ქვეყნის მიერ გაცემული პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის აღიარების მიზნით. ამ შემთხვევაშიც სავალდებულოა საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ კოვიდ-19 ვირუსით განპირობებული აქტუალური მდგომარეობის მიუხედავად, წარმომდგენი პირის ადგილზე ყოფნა სავალდებულო ხასიათისაა (აუცილებელია არა მხოლოდ ონლაინ ჩართვებში, არამედ სწავლების რეზიდენტულ ფაზაში უშუალოჩართულობა). გარდა ამისა, შესაძლებელია ქვეყანაში შემოსვლა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დაწყების ისევე, როგორც ცალკეული სასწავლო სემესტრების გავლის მიზნით. ამასთან, საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში შემოსვლა უმაღლესი განათლების მიღების მიზნით შეეძლებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის სრულფასოვანი გავლა უცხოეთიდან ვერ იქნება უზრუნველყოფილი.
  • გარდა ამისა, შესაძლებელია ქვეყანაში შემოსვლა სკოლა-ინტერნატებში სწავლის მიზნით. აღნიშნული მოიცავს წინასწარ ენის კურსში მონაწილეობას, თუკი ხსენებული ენის კურსის დაწყების მომენტში სახეზეა სკოლა-ინტერნატში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ქვეყანაში ყოფნის დაგეგმილი პერიოდი არ უნდა იყოს ექვს თვეზე ნაკლები.
  • ოჯახის გაერთიანების მიზნით მიმავალი უცხოელი ოჯახის წევრები, აგრეთვე ოჯახური სტუმრობა გამოწვეული მნიშვნელოვანი გარემოებით,
  • პირები, რომლებიც სარგებლობენ საერთაშორისო ან ჰუმანიტარული მფარველობით,
  • პირები, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.
  • გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საფუძვლები შესაძლოა სახეზე იყოს, როდესაც მკურნალობა მხოლოდ გერმანიაშია შესაძლებელი, ან პაციენტის მკურნალობა სამშობლოში შეუძლებელია განხორციელდეს, ან მკურნალობა უკვე დაწყებულია, ან თუკი მკურნალობის გარეშე რეალურია საფრთხე პაციენტის ჯანმრთელობისთვის. ეს მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით უნდა დამტკიცდეს. შემოსვლისას პაციენტს შეიძლება თან ახლდეს ორ საჭირო თანმხლებ პირამდე.
  • დიპლომატები, საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალის მუშაკები, სამხედრო პერსონალი, აგრეთვე ჰუმანიტარულ ორგანიზაციებში დასაქმებული პირები,
  • რეპატრიანტები,
  • ტრანზიტული მგზავრები.

ტრანზიტული გავლა გერმანიაში ევროკავშირის სხვა სახელმწიფოში, შენგენის წევრ-ქვეყანაში ან დიდ ბრიტანეთში შესასვლელად დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ:

  • არ არსებობს დანიშნულების სახელმწიფოში პირდაპირი შესვლის საშუალება,
  • გერმანიაში, როგორც ტრანზიტულ ქვეყანაში გავლის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს დანიშნულების სახელმწიფოში შესასვლელად საჭირო გონივრულ ვადას;
  • პირს გააჩნია დანიშნულების ქვეყანაში შესვლის ნებართვა.

შესვლაზე შეზღუდვა არ ვრცელდება:

  • პირებზე, რომელთაც გააჩნიათ ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნების და დიდ ბრიტანეთში ხანგრძლივი ბინადრობის უფლება;
  • ევროკავშირის, შენგენის, დიდი ბრიტანეთის, ისლანდიის, ნორვეგიის და ლიხტენშტეინის მოქალაქეების ოჯახის წევრებზე (მეუღლე, არასრულწლოვანი და დაუქორწინებელი შვილი, არასრულწლოვან პირთა მშობელი);
  • სხვა დანარჩენი პირებისათვის, შესვლა დაშვებული იქნება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.
  • ჯანდაცვის სფეროს პერსონალი, მეცნიერ-მკვლევარები, მომვლელი პერსონალი;
  • მაღალკვალიფიციური მუშახელი;
  • სტუდენტები (რიგ შემთხვევაში).

ტრანზიტული გავლა გერმანიაში ევროკავშირის სხვა სახელმწიფოში, შენგენის წევრ-ქვეყანაში ან დიდ ბრიტანეთში შესასვლელად დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ:

  • არ არსებობს დანიშნულების სახელმწიფოში პირდაპირი შესვლის საშუალება;
  • გერმანიაში, როგორც ტრანზიტულ ქვეყანაში გავლის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს დანიშნულების სახელმწიფოში შესასვლელად საჭირო გონივრულ ვადას;
  • პირს გააჩნია დანიშნულების ქვეყანაში შესვლის ნებართვა.

თაია არდოტელი