გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროში განუცხადეს.
"მინისტრი თავს კარგად გრძნობს, სახლში იმყოფება და მუშაობას დისტანციურად აგრძელებს. იდენტიფიცირებულია მინისტრის ყველა კონტაქტი; შემხებლობაში მყოფი პირები თვითიზოლაციაში გადავიდნენ", - განუცხადეს სააგენტოს უწყებაში.