მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 52 მილიონს გადააჭარბა. შესაბამისი ინფორმაცია ვებ-გვერდ worldometers-ზეა განთავსებული.
ბოლო მონაცემების თანახმად, მსოფლიოში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 52 440 433 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელდა 36 676 552 და დაიღუპა 1 289 730 ადამიანი.
კორონავირუსის ყველაზე მეტი - 10.7 მილიონი შემთხვევა აშშ-ში ფიქსირდება. მეორე ადგილს ინდოეთი 8.6 მილიონი შემთხვევით იკავებს, მესამეზე კი ბრაზილიაა 5.7 ინფიცირებულით. ამასთან, მსოფლიოში მილიონზე მეტი შემთხვევა საფრანგეთში, რუსეთში, ესპანეთში, იტალიაში, არგენტინაში, გაერთიანებულ სამეფოსა და კოლუმბიაში ფიქსირდება.