თურქეთში ქუჩებში მოწევა იკრძალება

თურქეთში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების შემცირების მიზნით, ხალხმრავალ საზოგადოებრივ ადგილებში, დღეიდან მოწევა იკრძალება, - შესაბამისი განცხადება ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა.

სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული აკრძალვის მიზანი მოქალაქეების მიერ პირბადის ტარების წესების სათანადოდ დაცვის უზრუნველყოფაა, ვინაიდან ისინი თამბაქოს მოწევის დროს პირბადეს დაბლა წევენ.

„ამ მიზეზით, იმის უზრუნველსაყოფად, რომ პირბადეების ტარება სწორად და მუდმივად მოხდეს, 2020 წლის 12 ნოემბრიდან მოწევა აიკრძალება ქუჩებში, გამზირებზე, საზოგადოებრივ მოედნებსა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე, ” - აცხადებენ სამინისტროში.

თურქეთში ოთხშაბათს კოვიდ 19-ის 2 693 ახალი შემთხვევა გამოვლიდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 400 000-ს გადააჭარბა. ანკარა მხოლოდ იმ პაციენტების მონაცემებს აქვეყნებს, რომლებსაც სიმპტომები აქვთ, ეს კი, კრიტიკოსების აზრით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების რეალურ მასშტაბს არ ასახავს.