მოვარდისფრო ბრილიანტი „ვარდის აჩრდილი“, წონით 14,83 კარატი, რომელიც რუსული კომპანია „ალროსას“ მიერ რუსეთის ტერიტორიაზე იაკუტიაშია ნაპოვნი, ჟენევაში 26,6 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Sotheby's აუქციონი ავრცელებს.
“ვარდის აჩრდილის“ საბაზრო ღირებულება შეფასებული იყო 23-28 მილიონ დოლარად. ოვალური ფორმის ბრილიანტი დამზადებულია ყველაზე მსხვილი ვარდისფერი ალმასისგან, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე აღმოუჩენიათ. მას მიხეილ ფოკინის ბალეტის „ვარდის აჩრდილის“ პატივსაცემად ეწოდა ეს სახელი.
„ვარდისფერი ალმასები“ - ეს არის საკმაოდ იშვიათი მოვლენა ბუნებაში. გარდა ამისა, მხოლოდ მათი 1 პროცენტის წონა აღემატება 10 კარატს, დანარჩენები ბევრად პატარებია. „ეს არის ნამდვილი საოცრება“ - განაცხადა Sotheby's-ის ძვირფასი ქვების განყოფილების ხელმძღვანელმა ჰარი შულერმა.
აქამდე Sotheby's-ზე დამყარებული რეკროდი ძვირფას ქვებს შორის ეკუთვნის 2013 წელს გაყიდულ ვარდისფერ ბრილიანტს Pins Star, რომელიც 59,6 კარატს იწონიდა და 83,19 მილიონ დოლარად გაიყიდა. ის 1999 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კომპანიამ De Beers აღმოაჩინა. იმ დროს მყიდველად დასახელდა აიზეკ ვულფი, რომელსაც როგორც აღმოჩნდა, საკმარისი თანხა არ ჰქონდა და ბრილიანტი 2017 წელს კვლავ დაბრუნდა აუქციონზე, ოღონდ ამჯერად 71,2 მილიონ დოლარად გაიყიდა.