2020 წლის ოქტომბერში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ 52,019 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 93.4%-ით ნაკლებია. საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები მოიცავს როგორც ტურისტული, ისე არატურისტული მიზნით განხორციელებულ ვიზიტებს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, ოქტომბერში ყველაზე მეტი ვიზიტორი თურქეთიდან, რუსეთიდან და სომხეთიდან შემოვიდა. უფრო კონკრეტულად, გასულ თვეს თურქეთიდან 19 ათასამდე ვიზიტი განხორციელდა, სომხეთიდან - 9 428, ხოლო რუსეთიდან საქართველოში სულ 4 346 ვიზიტი განხორციელდა.
52 019 ვიზიტორიდან 46 871 ვიზიტორი მამაკაცია, რაც სავარაუდოს ხდის იმ გარემოებას, რომ ქვეყანაში განხორციელებული ვიზიტების მთავარი მიზანია ლოჯისტიკური საქმიანობების განხორციელება.
ავტორი: ნოდარ სირბილაძე