მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მცირდება - რამდენ ადამიანს ასაქმებს სექტორი

2020 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა 16 ერთეულით შემცირდა. კერძოდ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონსოლიდირებული მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის III კვარტლის მდგომარეობით, ბაზარზე 40 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 56.

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, ამავე ანგარშის მიხედვით, მისო- ებში მომუშავე ადამიანთა რიცხვი 152-ით შემცირდა. ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის III კვარტლის მდგომარეობით მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში სულ 4174 პირი იყო დასაქმებული, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 4022.

ნინი ქეთელაური