მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2020 - განაცხადების მიღებას იწყებს!
Meliora - საქართველოში ყველაზე გამორჩეული ჯილდო, ბიზნეს კომპანიებს მათ მიერ განხორციელებული კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ინიციატივებისათვის აჯილდოვებს. კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას და პოპულარიზაციას. ასევე, კომპანიების წახალისებას დანერგონ საკუთარ საქმიანობაში CSR-პრინციპები და მიდგომები და გახდნენ სამაგალითო სხვებისთვის.
Meliora – „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) ორგანიზებით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით ტარდება.
Meliora 2020 ეძღვნება იმ პროექტებსა თუ ინიციატივებს, რომლებიც კომპანიებმა თავიანთი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში განახორციელეს COVID 19-თან საბრძოლველად.
კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერი მასშტაბის კომპანიას შეუძლია შემდეგ კატეგორიებში:
წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს ნომინანტებს, გამოავლენს გამარჯვებულს და გადასცემს სტატუსის ჯილდოს საუკეთესო CSR-ინიციატივების სათანადოდ დაგეგმვის, თანმიმდევრულობის, ეფექტურობისა და შედეგების მდგრადობის კრიტერიუმების მიხედვით.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 7 დეკემბერი. გამარჯვებულები 2021 წლის გაზაფხულზე გამოვლინდებიან.
კონკურსი უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს ბიზნესკომპანიებს, რომ გააცნონ საზოგადოებას თავიანთი CSR პროექტები და მოიპოვონ აღიარება. Meliora – 2018 წელს, კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარებაზე ორიენტირებული ბიზნეს ასოციაციების, საერთაშორისო და ადგილობრივი საექსპერტო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერით დაფუძვნდა და დღემდე კონკურსში მონაწილეობა სხვადასხვა მსხვილმა და მცირე/საშუალო მასშტაბის კომპანიამ 140-მდე განხორციელებული CSR პროექტი წარადგინა.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებ-გვერდზე www.meliora.ge
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ შესახებ ინფორმაცია: Meliora მიმდინარეობს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში. მას ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC). პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.
(R)