მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 53 მილიონს გადააჭარბა. შესაბამისი ინფორმაცია ვებ-გვერდ worldometers-ზეა განთავსებული. ბოლო მონაცემების თანახმად, მსოფლიოში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 53 092 733 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელდა 37 213 423 და დაიღუპა 1 299 413 ადამიანი.
კორონავირუსის ყველაზე მეტი - 10.8 მილიონი შემთხვევა აშშ-ში ფიქსირდება. მეორე ადგილს ინდოეთი 8.7 მილიონი შემთხვევით იკავებს, მესამეზე კი ბრაზილიაა 5.7 ინფიცირებულით.
ამასთან, მსოფლიოში მილიონზე მეტი შემთხვევა საფრანგეთში, რუსეთში, ესპანეთში, იტალიაში, არგენტინაში, გაერთანებულ სამეფოსა და კოლუმბიაში ფიქსირდება.