კომპანია ByteDance, რომელსაც ეკუთვნის სერვისები Douyin/TikTok და Toutiao, წლის ბოლომდე რეკლამიდან 27,2 მილიარდი დოლარის შემოსავალს ელოდება. შედეგად, კომპანია ჩინეთის ციფრული რეკლამის ბაზარზე მეორე ადგილს გაინაღდებს - წერს Reuters. ჯამურად ByteDance აპირებს წელს მისი შემოსავლები 30 მილიარდამდე გაზარდოს.
AgencyChina-ს ანალიტიკოსის მაიკლ ნორისის თქმით, ბოლო ორ წელიწადში ByteDance-ის საბაზრო ღირებულება 22%-ით გაიზარდა. მისი პროგნოზით, 2020 წელს TikTok-ის მფლობელი კომპანია რეკლამიდან მიღებული შემოსავლით გადაასწრებს ტექნოლოგიურ გიგანტს Baidu-ს (Baidu, Alibaba, Tencent).
მიუხედავად იმისა რომ, TikTok-ი ByteDance-ის ყველაზე პოპულარული პროექტია, მისი წილი მშობელ კომპანიაში დიდი არაა. შემოსავლების 60% მოდის Douyin-ზე (TikTok-ის ჩინურ ვერსიაზე), ახალი ამბების აგრეგატორზე Jinri Toutiao (20%) და ვიდეოჰოსტინგზე Xigua (3%).