მიმდინარე წლის ოქტომბერში აშშ-ის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტმა 282 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ორჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიური თვის მონაცემს (134,4 მილიარდი დოლარი) - იტყობინება ქვეყნის ფინანსთა სამინისტრო.
შემცირდა ბიუჯეტის შემოსავლები 3,2%-ით - 237,698 მილიარდამდე. ამასთან, გადასახადებიდან შემოსულობები შიმცირდა 3%-ით 238 მილიარდ დოლარამდე.
ამასთან, გაიზარდა ხარჯები 37,3%-ით 521,769 მილიარდ დოლარამდე.
ოქტომბერი ფინანსური წლის პირველი თვეა აშშ-ში.
სახელმწიფო ბიუჯეტის უარყოფითი სალდო 2020 ფინანსური წლისთვის, რომელიც დასრულდა 30 სექტემბერს 3,2-ჯერ გაიზარდა და შეადგინა რეკორდული 3,132 ტრილიონი დოლარი. ამასთან, დეფიციტმა მიაღწია მშპ-ს 15,2%-ს, რაც 1945 წლის შემდეგ მაქსიმალურ ნიშნულია. შედარებისთვის, 2009 წლის ფინანსური კრიზისის დროს ის შეადგენდა 1,413 ტრილიონ დოლარს, ანუ მშპ-ს 9,8%-ს.
აშშ-ის ბიუჯეტის უარყოფითმა სალდომ პიკურ მაჩვენებელს 1943 წელს მიაღწია, როცა შეადგენდა მშპ-ს 27%-ს, რის შემდეგაც ის 1943-1945 წლებში რჩებოდა 20%-ზე მაღლა.
რაც შეეხება ბიუჯეტის პროფიციტს, ის ბოლოს 2001 წელს დაფიქსირდა.