იანვარ-ოქტომბერში საგარეო ვაჭრობა 15%-ით შემცირდა

2020 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9,159 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15.0 პროცენტით ნაკლებია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტი 2, 715 მლრდ დოლარი იყო, ხოლო იმპორტი 6,444 მლრდ დოლარი. საქსტატის ცნობით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში 3,728 მლრდ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.7 პროცენტი შეადგინა.

ლიკა ამირაშვილი