ნათია თურნავა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და დღეიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით აგრძელებს,- ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

ცნობისთვის, ექიმების რეკომენდაციით, ნათია თურნავა მკურნალობის კურსს ბინაზე გადიოდა.