დედაქალაქის მერიას საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, გაიმართება თუ არა 31 დეკემბერს საახალწლო კონცერტი ან მოეწყობა თუ არა გასული წლების მსგავსად, საშობაო სოფელი, ჯერჯერობით უცნობია.
„საახალწლო სოფელთან და ახალი წლის ღონისძიებებთან დაკავშირებით ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ არის მიღებული. შესაბამისად, ოფიციალურ ინფორმაციას, თუ სად და რა ფორმით გაიმართება ღონისძიებები, გავავრცელებთ გადაწყვეტილების მიღებისთანავე“, - აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.
შეგახსენებთ, რომ მერიამ საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო. მეორე მხრივ, საქართველოს დიდ ქალაქებში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება აკრძალულია.