მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველოდან საქონლის ექსპორტი 11.1%-ით, ხოლო იმპორტი 16.6%-ით შემცირდა,- ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ საგარეო ვაჭრობის ექსპრეს მონაცემებშია აღნიშნული.
საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 159.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 2 715.3 მლნ. აშშ დოლარი იყო (11.1 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 6 444.2 მლნ. აშშ დოლარი (16.6 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში 3 728.9 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.7 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 ნოემბერს გამოქვეყნდება.