13 ნოემბრის მონაცემებით, საპენსიო ფონდის ღირებულებამ 1 მილიარდ 77 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, - ამის შესახებ „საპენსიო სააგენტოდან" იუწყებიან.
მათივე ინფორმაციით, რეგისტრირებულ მოქალაქეთა რაოდენობამ 1 მილიონ 86 ათასს გადააჭარბა.
„დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 560-მა ადამიანმა, მათ შორის: საპენსიო ასაკის შესრულების საფუძვლით - 244 მონაწილე, საზღვარგარეთ მუდმივ საცხოვრებლად გადასვლის გამო - 1-მა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის საფუძვლით - 241-მა, ხოლო მემკვიდრის უფლებით ისარგებლა - 74-მა პირმა. საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და საშუალოდ ბოლო სამი თვის მანძილზე 12 500-ზე მეტია. საპენსიო დანაზოგებს უკვე დაერიცხა 102 მილიონ ლარამდე სარგებელი. საპენსიო აქტივები განთავსებულია ეფექტურ წლიურ 11.1%-ში",-აღნიშნულია ინფორმაციაში.