თბილისში ბინების გაყიდვების რეგისტრაციის ზრდის მაჩვენებელი დადებით ნიშნულს ინარჩუნებს და წლიურმა ცვლილებამ 29% შეადგინა - ამის შესახებ აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ მორიგ კვლევაში.
რაც შეეხება იპოთეკურ სესხებს, ანგარიშის მიხედვით, ახალი გაცემული იპოთეკური სესხები ნოემბერში ზრდას განაგრძობს და 6 ივლისიდან გაცემულ იპოთეკურ სესხებში სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციართა წილი 33.6%-ია, +0.4 პპ წინა კვირასთან შედარებით.