უქმეებზე სასტუმროების დატვირთულობა კვალავ უცვლელია დედაქალაქსა და სხვა რეგიონებში, კახეთში და ზღვისპირეთში კი გაიზარდა - ამის შესახებ ,,თიბისი“ კაპიტალის ანგარიშშია ნათქვამი.
ამასთან, როგორც კვლევაში ვკითხულობთ, ნოემბრის სამომავლო დატვირთულობა ზღვისპირა სასტუმროებში 1%-ს შეადგენს, თბილისში და სხვა რეგიონებში 5%-ს, ხოლო კახეთის სასტუმროებში 6%-ს.
გასულ კვირასთან შედარებით, ნოემბრის დატვირთულობა 1%-ით გაზრდილია სხვა რეგიონებში, ხოლო თბილისის, კახეთის და ზღვისპირეთის სასტუმროებისთვის - არ შეცვლილა.
გასულ კვირასთან შედარებით, დიდ სასტუმროებში უქმეების დატვირთულობა შემცირდა თბილისში და სხვა რეგიონებში, ხოლო კახეთში და ზღვისპირეთში გაიზარდა. დატვირთულობამ 5% შეადგინა ზღვისპირეთში, 6% - თბილისში, ხოლო სხვა რეგიონების და კახეთის სასტუმროების დატვირთულობა შესაბამისად იყო 15% და 38%.
რაც შეეხება ფასდაკლებებს, არსებული ჯავშნების მიხედვით, ოქტომბერში ყველაზე დიდი ფასდაკლებები სხვა რეგიონების სასტუმროებში ფიქსირდება, რასაც თბილისი და კახეთი მოყვება. ზღვისპირა სასტუმროები შედარებით დაბალ ფასდაკლებებს სთავაზობს მომხმარებლებს.
კვლევაში ასევე აღნიშულია, რომ მიმდინარე კვირაში სასტუმროებზე უნაღდო ხარჯვის ზრდის ტემპი წინა კვირასთან შედარებით შემცირდა და წ/წ -77% შეადგინა.