2020 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხების რაოდენობა 84 799 ერთეულით შემცირდა, თუმცა თანხის მოცულობა 32, 8 მლნ ლარით გაიზარდა.
კერძოდ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონსოლიდირებული მონაცემების თანახმად, 2019 წლის III კვარტლის მდგომარეობით მისოებმა 732 982 სესხი (1 097 882 712 ლარის) გასცეს, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში კი 648 183 ერთეული (1 130 738 355 ლარის). აქედან 1, 089 მლრდ ლარი ფიზიკურ, ხოლო - 41, 271 მლნ ლარი იურიდიულ პირებზე მოდის.
რაც შეეხება დარგებს, სადაც 2020 წლის III კვარტლის მდგომარეობით, ყველაზე მეტი სესხი გაიცა, ასე გამოიყურება: