ამირან გამყრელიძე - „რემდესივირი“ საქართველოში ორ კვირაში შემოვა, მაგრამ ეს წამალი აფთიაქში არ გაიყიდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, პრეპარატი „რემდესივირი“ საქართველოში ორ კვირაში შემოვა. ამის შესახებ გამყრელიძემ ბრფინგზე განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როდის იქნება „რემდესივირი“ ქვეყანაში და რა რაოდენობის პაციენტების სამკურნალოდ იქნება საკმარისი. მისი თქმით, ეს წამალი აფთიაქებში არ გაიყიდება და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, ჰოსპიტალური მკურნალობის შემთხვევაში გამოიყენება.

„რემდესივირის“ მწარმოებელ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებულია და ეს წამალი საქართველოში ორ კვირაში იქნება. მაგრამ ეს წამალი არის შესაბამისი ჩვენებით, აფთიაქში არ გაიყიდება. ესაა წამალი, რომელიც მხოლოდ ჰოსპიტალურ პირობებში უნდა იყოს გამოყენებული ექიმის დანიშნულებით მათთვის, ვისაც ეს სჭირდება. ძირითადად სჭირდება მძიმე პაციენტებს“,- განაცხადა გამყრელიძემ.