საქართველოში კორონავირუსით კიდევ 33 პაციენტი გარდაიცვალა

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 33 ადამიანი“- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, 33 გარდაცვლილიდან 10 თბილისში მკურნალობდა.

„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 33 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 10, აჭარაში - 7, იმერეთში - 10, ქვემო ქართლში - 1, შიდა ქართლში - 2, კახეთში - 1, მცხეთა-მთიანეთში - 1, სამცხე-ჯავახეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 669 გარდაცვალების შემთხვევა“,-განაცხადა ხოჯევანიშვილმა.