General Motors უკან იწვევს 69 ათას ელექტრომობილს Chevrolet Bolt

ამერიკული საავტომობილო გიგანტი, კომპანია General Motors აცხადებს, რომ უკან იწვევს თითქმის 69 ათას ელქტრომობილს Chevrolet Bolt, აკუმულატორების აალების საფრთხის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.

"General Motors-მა და Chevrolet-მა გადაწყვიტეს ნებაყოფლობით გაიწვიონ 2017-2019 წლებში წარმოებული ელექტრომობილები Chevrolet Bolt, რომლებიც აღჭურვილია კორეაში LG Chem-ის ქარხანაში წარმოებული მაღალვოლტიანი აკუმულატორებით. მათ შესაძლოა ჰქონდეთ აალების საფრთხე როცა ისინი სრულადაა დამუხტული ან თითქმის სრულად.“ - ნათქვამია პრესრელიზში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ დროისთვის გამოვლენილია აალების დადასტურებული 5 შემთხვევა. ინციდენტების შედეგად უმნიშვნელო დაზიანება მიიღო ორმა ადამიანმა.

General Motors ამ დროისთვის ადგენს აკუმულატორების აალების მიზეზს. გაზეთი The Detroit News აღნიშნავს, რომ გაწვევას არ ექვემდებარებიან 2020 წელს გამოშვებული მოდელები, ვინაიდან მათი აკუმულატორები უკვე სხვა კომპანიის მიერაა შექმნილი.

კოკა კვირკველია