მას შემდეგ, რაც დოქტორმა სტეფანი კენალმა ახალშობილის ძუძუთი კვება დაიწყო, მალევე მიხვდა, რომ რაღაც ისე ვერ იყო. წონაში მატების ნაცვლად, ორ თვეში ჩვილმა საგრძობლად დაიკლო, ამას თან სისუსტე და უხასიათობა ერთვოდა თან.
კენალმა იეჭვა, რომ მის რძეში არ იყო ყველა ის საჭირო მინერალი და ნივთიერება, რაც ახალშიბილის განვითარებისთის არის აუცილებელი. დიაგნოზის დასმის შემდეგ, დედამ იცოდა, რომ მის შვილს რძის აუტანლობა ჰქონდა.
ცნობილია, რომ რძე ლაქტოზის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. ბავშვებში ლაქტოზის აუტანლობა არც თუ ისე იშვიათია. ლაქტოზა ნებისმიერი ცხოველური რძის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია. ლაქტოზა, იგივე რძის შაქარი, სწორედ ის ნივთიერებაა, რომლისგანაც ბავშვი საჭირო ენერგიის დიდ ნაწილს იღებს. გარდა ამისა, ლაქტოზა კალციუმის, თუთიის, მაგნიუმისა და რკინის შეწოვასა და ორგანიზმისთვის აუცილებელი ნაწლავის მიკროფლორის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს. ლაქტოზის გადამუშავებას ფერმენტი ლაქტაზა უზრუნველყოფს, რომელიც წვრილი ნაწლავის ლორწოვანში სინთეზდება. სწორედ ამ ჯადოსნური ფერმენტის, ლაქტაზის, უკმარისობა ან არარსებობა იწვევს ლაქტოზის, შესაბამისად, რძისა და მისი ნაწარმის, აუტანლობას. როგორც წესი, ლაქტოზის აუტანლობა ბავშვობის ასაკში ვლინდება.
ოთხი წლის შემდეგ, სტეფანის ქალიშვილს დიაგოზი- სპინა ბიფიდა დაუსვეს.
ამ უკანასკნელმა აიძულა კენალე, გამოეკვლია კვების ნიუანსი ორსულობის პერიოდში და მის შემდეგ. დოქტორის მისია სხვა დედების დახმარება გახდა. 2017 წელს დედის რძის შესამოწმებლად ლაქტაციის ლაბორატორია გახსნა.
"არ მინდა, რომ სხვა დედებმაც ისეთი სტრესი განიცადონ, რაც მე გადამხდა თავს“- აცხადებს დოქტორი.
ყველა პედიატრი თახმდება იმაზე, რომ ახალშობილის ჯანმრთელობისთვის დედის რძე უპირველესია. საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ლაქტაციის დროს დედის კვებას, რადგან თხევადი საკვები, რომელსაც ჩვილი იღებს მის გავითარებას განსაზღვრავს.
კენალს სურდა დარწმუნებულიყო, რომ დედა, რომელიც ძუძუთი კვებას ირჩევს, ჯანმრთელია.
ლაქტაციის ლაბორატორიის ჩამოყალიბების ძირითადი ნაბიჯები სამეცნიერო დეტალების შემუშავება, 5000-ზე მეტი ქალის რძის შერჩევა და ბიზნეს მიდგომის სრულყოფა იყო.
პოტენციური დამფინანსებლების ეჭვმა, რომ დედის რძეს ტესტირება არ სჭირდება, რადგან რძე ყოველთვის “სრულყოფილია", კენალი აიძულა, რომ ბიზნესის ფინანსური მხარეც თავად მოეგვარებინა.
წინააღმდეგობის მიუხედავად, დოქტორი შეეცადა შეექმნა მექანიზმი, რომელიც გაზომავდა კვების შემცველობას, დედის რძეში, მათ შორის განესაზღვრა ვიტამინების, კალციუმის, ცილებისა და ნახშირწყლების შემცველობა.
ტესტირების პროცესში საჭიროა ორივე ძუძუსგან მოპოვებული რძის შეგროვება და გაყინვა, შემდეგ მისი გაგზავნა ლაქტაციის ლაბორატორიაში. ანალიზის პასუხები და რეკომენდაციები ეგზავნება ქალს.
კენალის გაცხადებით, ყველაზე რთული პერიოდი ინვესტორის ძებნა იყო. ხოლო, როდესაც დაფინასებაზე არავინ დასთანხმდა, მხოლოდ საკუთარ შესაძლებლობებზე მოუწია დაყრდობა.
”ხალხის დარწმუნება, რომ პრობლემაა მოსაგვარებელი, ყველაზე დიდი გამოწვევა იყო. ზოგს არ სჯეროდა, რომ შესაძლოა, დედის რძეში რაიმე პრობლემა არსებობდეს, ზოგი კი უბრალოდ მომგებიან ბიზნესად არ თვლიდა.“- აცხადებს დოქტორი.
ბიზნეს იდეის განხორციელება კენალმა მეუღლესთან ერთად დაიწყო. მოკლე ხანში UCLA- მ დიდ წარმატებას მიაღწია. კომპანია ამჟამად ვებსაიტის საშუალებით 99 დოლარია ტესტირების ნაკრებს ყიდის. მისი პარტნიორები გახდნენ Milk Stork and Motherly და Hulu.
ამ ეტაპზე, კანალმა გაიზარდა თავისი გუნდი, რომელშიც შედიოდნენ მისი მეუღლე, ფიზიკოსი და ათობით ქიმიკოსი.