როგორი იქნება არქიტექტურა კორონავირუსის შემდეგ (+ფოტო)

მაშინ, როდესაც, მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის და ათასობით მეცნიერი ვაქცინის შექმნაზე მუშაობს, დუბაიში არსებულმა არქიტექტურულმა კომპანიებმა დუბაის დიზაინის კვირეული გამართეს, სადაც არქიტექტორებმა საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინეს.

ზემოთ აღნიშნულმა პრობლემამ დაღი არქიტექტურასაც დაასვა, რაც ნამუშევრებშიც აისახა.

CNN-ის მიხედვით, კორონავირუსის პანდემია სხვა არაერთი სფეროს მსგავსად არქიტექტურის სამომავლო განვითარებასაც შეცვლის და დუბაის დიზაინის კვირეულზე წარმოდგენილი ნიმუშების მსგავსად არქიტექტორები მომავალში ისეთი შენობების დაპროექტებას შეეცდებიან, სადაც დისცანციის დაცვა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება უფრო მეტად იქნება შესაძლებელი.

ღონისძიებაზე სულ 25 არქიტექტორის ნაშრომი იყო ნაჩვენები, წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს.

http-cdncnncom-cnnnext-dam-assets-201105155631-shape-of-things-to-come-evolve-club-1605425457.jpg

ბეირუთში არსებულმა არქიტექტურულმა კომპანია Rabih Geha Architects-მა წარმოადგინა პროექტი, სადაც ნაჩვენებია თუ როგორი იქნება ღამის კლუბი მომავალში. მათი აზრით, კლუბის ცენტრში უნდა მოეწყოს დიჯეის სცენა, რომლის გარშემოც წრიულად შუშის კედლები გაკეთდება და სტუმრები ერთმანეთისგან იზოლაციაში იქნებიან.

http-cdncnncom-cnnnext-dam-assets-201105154531-shape-of-things-to-come-vow-bridge-2-1605425492.jpg

http-cdncnncom-cnnnext-dam-assets-201105171639-shape-of-things-to-come-vow-bridge-3-1605425662.jpg

Sibyl Design Studio-მ წარმოადგინა მომავლის ხიდის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ქალაქის ერთი ნაწილიდან მეორეში ისე გადაადგილებას, რომ ადამიანებმა ხალხმრავალ ქუჩებს თავი აარიდონ. თანაც ხიდი ორი განსხვავებული ფერის მონაკვეთისგან აიგება, რომლებითაც მხოლოდ კონკრეტული მიმართულებით მიმავალი ადამიანები ისარგებლებენ და დისტანციის დაცვა მაქსიმალურად მოხერხდება.

http-cdncnncom-cnnnext-dam-assets-201105161723-shape-of-things-to-come-walk-of-life-1605425533.jpg

ერთ-ერთი პროექტის მიხედვით, საგამოფენო დარბაზებში სენსორული იატაკი მოეწყობა, რომელიც ადამიანს მისგან 2 მეტრით დაშორებულ სივრცეს აჩვენებს. შესაბამისად დარბაზის სტუმრები მარტივად დაადგენენ „იჭრება“ თუ არა ვინმე მათ პირად სივრცეში.

http-cdncnncom-cnnnext-dam-assets-201105160323-shape-of-things-to-come-gaia-floating-resort-1-1605425588.jpg

http-cdncnncom-cnnnext-dam-assets-201105160528-shape-of-things-to-come-gaia-floating-resort-2-1605425606.jpg

კომპანია AMA Design-მა მოტივტივე ხელოვნური კურორტის გეგმა წარმოადგინა, სადაც დამსვენებლებს შორის დისტანცია მაქსიმალურად იქნება დაცული და დასვენებას უსაფრთხოდ შეძლებენ.

ბექა ბერიაშვილი