საქართველოში კორონავირუსით კიდევ 34 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 34 ადამიანი გარდაიცვალა.

„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 34 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18, აჭარაში - 8, იმერეთში - 6, ქვემო ქართლში - 1, ხოლო კახეთში - 1 ადამიანი.

2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 703 გარდაცვალების შემთხვევა“,- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბი ავრცელებს.