„მარგი“ პურის გაძვირებას უარყოფს - „ჩვენს კომპანიაზე ხშირად ვრცელდება გადაუმოწმებელი ინფორმაცია“

„მარგის“ დამფუძნებელი მისი კომპანიის მიერ წარმოებულ პურ-პროდუქტებზე ფასის გაზრდას უარყოფს. გელა სულაბერიძე აცხადებს, რომ ბოლო ერთი წელია „მარგის“ პურის ფასი 1,30-ლარიდან 1,65 ლარამდე მერყეობს.

ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია „მარგის“ მიერ წარმოებული პროდუქტი ზოგიერთ სუპერმარკეტში 50-55 თეთრით გაძვირდა, რაც კომპანიაში კატეგორიულად უარყვეს. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას გელა სულაბერიძე აცხადებს, მისი კომპანიის გარშემო ხშირად ვრცელდება სხვადასხვა გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

,,სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ვრცელდება სხვადასხვა ჭორი ჩვენი კომპანიის შესახებ. ეს ხან ეხება იმას, რომ გაკოტრების პირას ვართ, ხან იმას, რომ პროდუქციას ვაძვირებთ და ხანაც დასაქმებულებს ვამცირებთ. სინამდვილეში, ,,მარგის“ ერთ წელზე მეტია პროდუქციის ღირებულება არ შეუცვლია. პური ,,მარგის“ ფასი იმის მიხედვით, კონკრეტული სარეალიზაციო ობიექტი რამდენს ამატებს, მერყეობს 1.30 თეთრიდან, 1.65 თეთრამდე. ეს მინდა რომ ხაზგასმით აღინიშოს, რადგან ყველა ჭორის შედეგ უმარავი მომხმარებელი მირეკავს და მისვამს კითხვებს. როცა პროდუქციაზე ფასის მატება მოხდა, ეს იყო საყოველთაო გაძვირება მიზეზები კი ყველასათავის ცნობია.

,,მარგის“ ერთადერთი დამფუძნებელი მე გახლავვართ და არც მე და არც ერთ ჩემს წარმომადგენელს, არ გვქონია მსგავსი ფაქტი, რომ დახლზე პროდუქცია მოსალოდნელზე ძვირად დაგვხვედროდა, არც პრობლემები გვაქვს კომპანიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. ვრჩებით ბაზარზე და ვაგძელებთ მოსახლეობის ჯანსაღი და საჭირო პროდუქციით მომარაგებას“, -ამბობს გელა სულაბერიძე.

გელა სულაბერიძე პური და მიუსლი ,,მარგის“ მნიშვნელობაზეც საუბრობს, როგორც ჯანმრთელ ასევე დაავადებული ადამიანებისთვის.

,,თავად ვარ ექიმი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. ეს არის ჩემი სამეცნიორო ნაშრომის შემდეგ შექმნილი კომპანია და თავად ვარ მისი ერთადერთი დამფუძნებელი, მე მეკუთვნის როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო პატენტებიც. „მარგი“ ჯანსაღი, ბუნებრივი, მცენარეული ბოჭკოებით მდიდარი, დაბალკალორიული საკვებია. ასეთ საკვებზე მოთხოვნა მთელ მსოფლიოში ძალიან დიდია და დღითიდღე იზრდება. სხვა ანალოგიურ საკვებთან „მარგის“ უპირატესობა ისაა, რომ იგი შეუზღუდავი რაოდენობით და ვადით შეიძლება მიიღონ როგორც ჯანმრთელებმა, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, ისე ავადმყოფებმა“, - ამბობს გელა სულაბერიძე.

ცნობისთვის, პური „მარგი“ ხორბლის ქერქის ნაფქვავი პროდუქტის ბაზაზე ორიგინალური ტექნოლოგიით მზადდება და არ არღვევს პურის მომზადების ტრადიციული, კლასიკური მეთოდის პრინციპებს. „მარგის“ ბრენდით წარმოებული პროდუქცია კი ბაზარზე

თამარ მუკბანიანი