თურქეთი, სამხრეთ აფრიკა, არგენტინა - რომელი ქვეყნებიდან შემოდის ლიმონი საქართველოში

2020 წელის 9 თვეში, საქართველოში 1,591 მლნ აშშ დოლარის 2 917 ტონა ლიმონის იმპორტი განხორციელდა. ეს კი გასული წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 757 ტონით მეტია. 2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 2 160 ტონა ლიმონი შემოვიდა, ჯამში 1,240 მლნ დოლარის ღირებულების.

ქვეყნების ჩამონათვალი კი, საიდანაც 2020-ში იმპორტი განხორციელდა, ასეთია:

  • თურქეთი 2 100 ტონა (745,1 ათასი დოლარი)
  • არგენტინა - 393.2 ტონა (272,4 ათასი დოლარი)
  • სამხრეთ აფრიკა - 203.4 ტონა (202,5 ათასი დოლარი)
  • ჩინეთი - 100.8 ტონა (100,3 ათასი დოლარი)
  • ნიდერლანდები - 97.3 ტონა (236,8 ათასი დოლარი)
  • არაბთა გაერთიანებული საამირო - 22.1 ტონა (34,2 ათასი დოლარი)
თამარ მუკბანიანი