„ბუნების გემო აქვს“ - Borjomi-ს ახალი სარეკლამო რგოლი ამერიკის ბაზარზე

კომპანიამ Borjomi International ლოს-ანჟელესში მოქმედ კრეატიულ სააგენტო Battery-სთან ერთად წამოიწყო ახალი სარეკლამო კამპანია „ბუნების გემო აქვს“. რეკლამაში მთავარი ფოკუსირება მოხდა პროდუქციის უჩვეულო გემოზე - მწარმოებელი უშვებს, რომ ვულკანური წარმოშობის სასმელის დეგუსტაცია შესაძლოა, გახდეს ნამდვილ გამოცდა უცნობი მყიდველისთვის

მოკლე სარეკლამო რგოლში Borjomi-ს სინჯავს ორი ადამიანი, რომელშიც ერთი აღფრთოვანებული იღებს სიახლეს, მეორე კი ფრთხილად და ამბობს, რომ მის მიმართ სიმპათიას არ გრძნობს.

კრეატორები წერენ, რომ თავადაც დააგემოვნეს ეს თამამი გემოს მქონე სასმელი და მივიდნენ დასკვანმდე, რომ ის ნამდვილად მხოლოდ ყოველ მეორე ადამიანს მოსწონს . სწორედ ეს „გაანჩენი“ დაედო საფუძვლად სარეკლამო კამპანიას, რომელიც „მოხმარებლებს უღვიძებს სურვილს დააგემოვნონ ის და გააფართოვონ საკუთარი წარმოდგენა ბუნებაზე“.

„ბუნების გემო აქვს. შენ უბრალოდ დაგავიწყდა როგორი გემო აქვს ბუნებას“ - ასე ეუბნებიან კრეატორები მათ, ვისაც არ მოეწონათ სასმელის გემო.

2020 წელს ბრენდი Borjomi 130 წლის ხდება. მიუხედავად იმისა, რომ თავად ეს მინერალური წყალი 1,5 ათასი წლისაა მწარმოებელი თვლის, რომ მას „ფანტასტიკურად ახალგაზრდა სული აქვს“ და რომ მზადაა ახალი გლობალური ბაზრების დასაპყრობად.

კოკა კვირკველია