Forbes-მა მათი რეიტინგი წარადგინა, რომლებიც სიკვდილის შემდეგაც მილიონებს შოულობენ

ჟურნალმა Forbes წარადგინა ყველაზე მაღალ შემოსავლიანი მიცვალებულების რეიტინგი, რომლებიც გარდაცვალების შემდეგად მილიონობით დოლარს შოულობენ.

ამ რეიტინგში უკვე ზედიზედ მერვე წელია ლიდერობს მომღერალი მაიკლ ჯექსონი. მის მიერ შექმნილი ლეიბლი Mijac Music, ასევე კონტარქტი Sony-სთან 2020 წელსაც მომგებიანია. მომღერლის სახელთან დაკავშირებულმა შემოსავლებმა 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 2020 წლის ოქტომბრამდე 48 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.

რეიტიგნში მოხვდა ორი ახალი სახელიც: 2019 წელს გარდაცვლილი რეპერი Juice WRLD, რომელიც მეშვიდე ადგილზეა 15 მილიონით და კალათბურთელი კობი ბრაიანტი, რომელიც წელს გარდაიცვალა, ის მეექვსე ადგილზეა 20 მილიონით.

თავად რეიტინგი ასე გამოიყურება:

  • 1. მაიკლ ჯექსონი — $48 მლნ;
  • 2. დოქტორ სიუზ — $33 მლნ;;
  • 3. ჩარლზ შულცი — $32,5 მლნ;;
  • 4. არნოლდ პალმერი — $25 მლნ;;
  • 5. ელვის პრესლი — $23 მლნ;;
  • 6. კობი ბრაიანტი — $20 მლნ;;
  • 7. Juice WRLD — $15 მლნ;;
  • 8. ბობ მარლი— $14 მლნ;;
  • 9. ჯონ ლენონი — $13 მლნ;;
  • 10. Prince — $10 მლნ;;
  • 11. ფრედი მერკური — $9 მლნ;;
  • 12. ჯორჯ ჰარისონი — $8,5 მლნ;;
  • 13. მერლინ მონრო — $8 მლნ;.

რეიტინგის შედგენისას Forbes იყენებს მონზცემებს MRC Data, IMDbPro და NPD BookScan-იდან. მთელი ეს თანხა არის სრულად მიღებული შემოსავალი ჰონორარებისა და ხელფასების გაცემამდე აგენტებზე, მენეჯერებზე და იურისტებზე.

კოკა კვირკველია