დონალდ ტრამპი Fox News-ის კონკურენტის შექმნას აპირებს

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განიხილავს შესაძლებლობას შექმნას მედია, რომლის აუდიტორიაც მისი მომხრეები იქნებიან. მან კონკურენცია უნდა გაუწიოს ტელეკომპანიას Fox News - წერს პორტალი Axios.

პორტალის ცნობით, ტრამპი და მისი მრჩევლები თვლიან, რომ Fox News-მა ნაადრევად გამოაცხადა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად კონკურენტი კანდიდატი ჯო ბაიდენი, რის შემდეგაც ეს ინფორმაცია აიტაცეს სხვა მედიებმაც. არხის ამ ქმედებამ კი ტრამპის უკმაყოფილება გამოიწვია. „მას სურს Fox-ის განადგურება, ამაში ეჭვი არავის შეეპაროს“ - აცხადებს პრეზიდენტთან დაახლოებული წყარო პორტალთან.

ახლა კი მოქმედ პრეზიდენტს სურს შექმნას ციფრული არხი ონლაინ ტრანსლაციით, რომელიც ღირსეულ კონკურენციას გაუწევდა Fox News-ს. მოსალოდნელია, რომ ახალი მედია ხელმისაწვდომი გახდება მხოლოდ ხელმომწერებისთვის. მისი აუდიტორიის აკუმულირება კი მოხდება ტრამპის ამომრჩეველში.

კოკა კვირკველია