მცხეთა-მთიანეთის მხარეში საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად საქართველოს მთავრობამ ბოლო ორი წლის განმავლობაში ათეულობით მილიონი ლარი დახარჯა.
როგორც სამხარეო ადმინისტრაციიდან „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით დუშეთის, მცხეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში დაიგო ას კილომეტრზე მეტი გზა.
„აშენდა ერთი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა შვიდ ხიდს, მიმდინარეობს მრავალმილიონიანი პროექტის მშენებლობა, კერძოდ, ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში 9-კილომეტრიანი გვირაბისა და 13-კილომეტრიანი გზის მშენებლობაა დაგეგმილი.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოგვარების პარალელურად სამშენებლო სამუშაოებმა დამატებითი სამუშაო ადგილები გააჩინა რეგიონში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.