იაპონური ერთ-ერთი წამყვანი ელექტრონიკის მწარმოებელი კომპანია Panasonic Corp., ჰოლდინგი გახდება და ახალი სახელი ერქმევა.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, ცვლილებები ძალაში შევა 2022 წელს, 2021 წელს კომპანიის აქციონერების სხდომაზე თანხმობისა და ხელისუფლების მხრიდან ყველა საჭირო ნებართვის შემთხვევაში.
სტრუქტურის ცვლილება კომპანიას საშუალებას მისცემს, უფრო მოქნილად აფუნქციონიროს ბიზნეს-განყოფილებები და დააჩქაროს გადაწყვეტილებების მიღების პროცესი.
Panasonic -მა ასევე გამოაცხადა ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნის შესახებ. ამ პოსტს დაიკავებს იუკი კუსუმი, რომელიც ამ მომენტისთვის კომპანიის საავტომობილო განყოფილებას ხელმძღვანელობს. კუსუმი ჩაანაცვლებს კაძუჰირო ცუგუს, რომელიც თავის მხრივ გადაინაცვლებს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე.