„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს მოთხოვნადი ავტონაწილების შეძენა-შეცვლას ხელსაყრელ ფასად სთავაზობს

„ტოიოტა ცენტრი თბილისში“ ტოიოტას ავტომობილის მფლობელ ფიზიკურ პირებს ტოიოტას ყველაზე მოთხოვნადი, ორიგინალი წარმოების ავტონაწილების შეძენასა და შესაბამის სერვისზე სპეციალურ ფასდაკლების აქციას სთავაზობს.

გარდა ამისა, ტოიოტას 2015 წლამდე გამოშვებული ავტომომობილების მძღოლები, სპეცაქციის ფარგლებში, ორიგინალი ზეთისა და ზეთის ფილტრის შეძენა-შეცვლისას ფასდაკლების განსხვავებული პირობებით ისარგებლებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას TOYOTA-ს პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თინათინ მაკარიძე აღნიშნავს, სპეციალური აქციის ფარგლებში ტოიოტას ორიგინალი წარმოების ავტონაწილების შეძენას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს 15%-იანი ფასდაკლებით შესთავაზებს, ხოლო შესაბამისი სერვისის სამუშაოებს 10%-იანი ფასდაკლებით გაუწევს.

„სპეცაქციით სარგებლობის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ფასდაკლებით შეიძინონ ტოიოტას ყველაზე მოთხოვნადი ორიგინალი ავტონაწილები, როგორიცაა: ძრავის ზეთი, აკუმულატორები, სალონის ჰაერის, ძრავის ზეთისა და ძრავის ჰაერის ფილტრები, ასევე, ნათურები და საქარე მინის საწმენდები. ამ ავტონაწილების შეძენისას ჩვენი მომხმარებელი 15%-ით ნაკლებს გადაიხდის, ხოლო შესაბამისი სერვისისთვის, დამატებით, 10%-იან შეღავათს მიიღებს. რაც შეეხება 2015 წლამდე წარმოებულ ავტომობილებს, მათი მძღოლები „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ ორიგინალი ზეთისა და ზეთის ფილტრის შეძენის შემთხვევაში და ასევე, 20%-ით ნაკლებს გადაიხდიან ზეთის შეცვლის სერვისისთვის“, - განმარტავს თინათინ მაკარიძე.

toyotaaa-2-1605514030.jpg

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ინფორმაციით, ავტომობილის ტექნიკური გამართულობისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელმა ტოიოტას ოფიციალური ავტორიზებული სერვისცენტრის მომსახურებით ისარგებლოს.

„პირველ რიგში, აქციის ფარგლებში შეთავაზებული სათადარიგო ავტონაწილები, სითხეები თუ აქსესუარები, რომლის შეძენაც ტოიოტა ცენტრ თბილისშია“ შესაძლებელი, უმაღლესი ხარისხის და გარანტირებულად ორიგინალი წარმოებისაა. გვინდა მომხმარებელმა გაითვალისწინოს, რომ ცენტრში შეძენილ სათადარიგო ნაწილებზე 1-წლიანი გარანტია ვრცელდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ცენტრში მისულ მომხმარებელს მომსახურებას პანდემიის საპრევენციო რეგულაციების სრული დაცვით უწევენ „ტოიოტას“ მიერ სერთიფიცირებული და მრავალჯერ გადამზადებული პროფესიონალი ტექნიკოსები, რომლებმაც ზუსტად იციან, როგორ გადაჭრან ტექნიკური პრობლემები და იმავდროულად, ავტომობილი უმოკლეს დროში განაახლონ. გარდა ამისა, ჩვენს სერვისცენტრში შემოსულ ყველა ავტომობილს უსაფრთხოების შემოწმება უსასყიდლოდ უტარდება“, - აღნიშნავს თინათინ მაკარიძე.

მისი განმარტებით, მომხმარებელი, რომელსაც სპეციალური აქციით სარგებლობა სურს, პანდემიის პირობებში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, აუცილებლად წინასწარ უნდა დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022 ან ონლაინ ჩაეწეროს სერვისის მისაღებად, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს - 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116 (ყოფილი მე-20 კმ); www.toyota-tbilisi.com.