181.7 მლნ დოლარის გზავნილი ერთ თვეში - Top-10 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა

2020 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 181.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ეს კი 28.5 მლნ აშშ დოლარით, დაახლოებით 18.6%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. შარშან ოქტომბერში ქვეყანაში 153,2 მლნ დოლარი გადმოირიცხა.

აღსანიშნავია, რომ გზავნილების სიდიდის მიხედვით პირველ ადგილზე კვლავ რუსეთია, საიდანაც ოქტომბერში საქართველოში 35.2 მილიონი დოლარი შემოვიდა. მეორე ადგილზე იტალიაა, საიდანაც საქართველოში 27.5 მილიონი დოლარი შემოვიდა. სამეულშია ამერიკა - 21.2 მლნ დოლარის ფულადი გზავნილებით.

Top-10 ქვეყანა, საიდანაც ოქტომბერში ყველაზე მეტი რაოდენობით თანხა გადმოირიცხა:

  • რუსეთის ფედერაცია - 35.2 მილიონი დოლარი
  • იტალია - 27.5 მილიონი დოლარი
  • აშშ - 21.2 მილიონი დოლარი
  • საბერძნეთი - 19.7 მილიონი დოლარი
  • ისრაელი - 13.7 მილიონი დოლარი
  • უკრაინა - 10.9 მილიონი დოლარი
  • თურქეთი - 10.09 მილიონი დოლარი
  • გერმანია - 7.9 მილიონი დოლარი
  • აზერბაიჯანი - 5.3 მილიონი დოლარი
  • ესპანეთი - 4.5 მილიონი დოლარი

ამასთან, ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 23.9 მილიონი აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2019 წლის ოქტომბრის მაჩვენებელთან შედარებოთ 22.5 მილიონი აშშ დოლარით, 6.3%-ით მეტია.