საქართველოში ბიზნეს ბანაკი ჩატარდება

გსურს, დაიწყო ბიზნესი, მაგრამ არ იცი - როგორ? თუ ჯერ ისევ ფიქრობ, რომელ მათგანზე დაიწყო მუშაობა? მაშინ დროა, მონაწილეობა მიიღო ბიზნეს ბანაკში, სადაც 3 კვირის განმავლობაში გექნება შესაძლებლობა, მოიფიქრო და განავითარო შენი იდეა და ბიზნეს მოდელი, ისწავლო გამოცდილი მეწარმეებისა და სპეციალისტებისგან.

მონაწილეობის მიღება უფასოა და შესაძლებელია საქართველოში მცხოვრები ყველა ინდივიდისთვის, რომელსაც სურს, დაიწყოს ბიზნესი საქართველოს შემდეგ მუნიციპალიტეტებში:

. ქედა

  • ხულო
  • ბორჯომი
  • ახალქალაქი
  • თეთრიწყარო
  • ყაზბეგი
  • ლაგოდეხი
  • დედოფლისწყარო

ბიზნეს ბანაკი ჩატარდება ონლაინ რეჟიმში შემდეგ თარიღებში :22 ნოემბერი - იდეის ფორმირება და განვითარება, 23 ნოემბერი - 11 დეკემბერი - იდეის ჩამოყალიბება და მასზე დამოუკიდებლად მუშაობა, 12-13 დეკემბერი - ბიზნეს მოდელსა და პრეზენტაციაზე მუშაობა

რეგისტრაციისთვის შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/LH34Db4P7btkfRzr9

რეგისტრაცია დასრულდება 18 ნოემბერს, 23:59-ზე. შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით 19 ნოემბერს. შეგიძლიათ, აპლიკაცია შეავსოთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე, გუნდურად. ჩვენი რეკომენდაციაა, მოიძიოთ პარტნიორი და დარეგისტრირდეთ, როგორც მინიმუმ 2-კაციანი გუნდი.

ბანაკში გამარჯვებულებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ დაჩქარებული წესით მიიღონ მონაწილეობა „სოფლის განვითარების პროგრამაში“. კერძოდ, მათ მიერ აღნიშნულ პროგრამაში გაკეთებული განაცხადები (დადგენილი ფორმით) ავტომატურად გადავა შეფასების კომისიის განხილვის ეტაპზე. პროგრამაში განაცხადების მიღება განახლდება 2021 წელს, ბმულზე: http://undp.rda.gov.ge/

ბიზნეს ბანაკი ორგანიზებულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ (IRDG) მიერ, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD) ფარგლებში და განხორციელებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით.