„არანაირი ჯავშნები არ არის და საერთოდ, ამ სეზონზე აღარც ვგეგმავთ გახსნას“, - ამის შესახებ გუდაურში მდებარე სასტუმრო „თრუსოს“ ხელმძღვანელმა ლევან კარიჭაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, სასტუმრო გაზაფხულზე, კერძოდ, მარტში პანდემიის დროს დაიხურა, ხოლო თანაშრომლები დაითხოვა. როგორც ლევან კარიჭაშვილი აცხადებს, მიმდინარე სეზონზე ჯავშნების არარსებობის გამო, რეგიონში მდებარე სხვა სასტუმროების ნაწილიც დაიხურა.
„არანაირი ჯავშნები არ არის და საერთოდ, ამ სეზონზე აღარც ვგეგმავთ გახნას. იმიტომ, რომ ამის მერე ჯავშნები არც იქნება და მე რამდენ სასტუმროსთანაც მქონდა კომუნიკაცია, ყველა ასეთ მდგომარეობაშია.
ჩვენი სასტუმრო დაიკეტა მარტში, პანდემიის დროს და ამას შემდეგ არც გაგვიხსნია. სამწუხაროდ, თანაშრომლებიც ყველა დავითხოვეთ.
გადარჩენით არც ვიცი, რა იქნება გამოსავლი. გაჩერებულია ბიზნესი და მინიმუმ, გაზაფხულამდე არაფრის იმედი არ გვაქვს. პანდემიის ფონზე, ალბათ, ეს ბუნებრივიც არის და ასეთ შედეგი არავის უნდა გაუკვირდეს“,-აცხადებს ლევან კარიჭაშვილი.
ცნობისთვის, სასტუმრო თრუსო 1999 წელს აშენდა. თავდაპირველად სასტუმრო წარმოადგენდა „გესთჰაუსის“ ტიპის სახლს, სადაც მხოლოდ 4 ნომერი ფუნქციონირებდა. მომდევნო წლებში (2004-2005) კი, სასტუმრო გაფართოვდა და კლიენტებს ნომრების რაოდენობის გაზრდასთან ერთად განახლებული ინფრასტრუქტურა შესთავაზა. სასტუმრო 2006 წლიდან მუშაობს და ფუნქციონირებს: 14 ნომერი, რესტორანი, ასევე, გრილ-ბარი.