9 თვეში საქართველოს რკინიგზამ დაახლოებით 118 მილიონი ლარით იზარალა

2020 წლის 9 თვეში რკინიგზამ 117,7 მილიონი ლარით იზარალა. ამის შესახებ აღნიშნულია სს "საქართველოს რკინიგზის" მიერ გამოქვეყნებულ 2020 წლის 9 თვის ფინანსურ მაჩვენებელში.

ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდში რკინიგზის ზარალი 64 მილიონი იყო. მიმდინარე წლის რკინიგზის წამგებიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ლარის გაცვლითი კურსის რყევები სახელდება. თუმცა, რკინიგზა წინა წლებშიც მნიშვნელოვან ზარალს განიცდიდა, უფრო კონკრეტულად, 2018 წელს ზარალმა 716 მილიონ ლარს გადააჭარბა, 2019 წელს ზარალის მაჩვენებელი კი დაახლოებით 5 მილიონი იყო.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ რკინიგზა ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი სტრატეგიული კომპონენტია, რადგან იგი ალტერნატიული გზით კასპიისა და ცენტრალური აზიის რეგიონს ევროპასთან აკავშირებს, ამასთან, სტრატეგიული ადგილმდებარეობის მქონე პორტები და ტერმინალები, როგორებიცაა ფოთი და ბათუმი, პირდაპირ უკავშირდება აზერბაიჯანის, ბულგარეთის, რუსეთისა და უკრაინის სარკინიგზო ხაზებს. ასეთი მდებარეობა საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვის მიმართულებით, რასაც მაღალი შემოსავლების მოტანა შეუძლია. თუმცა, როგორც ვხედავთ, ამ შესაძლებლობის მიუხედავად საქართველოს რკინიგზა წლიდან წლამდე საკმაოდ სოლიდურ ზარალზეა.

ავტორი: ნოდარ სირბილაძე