დღეს დანიშნულია დამატებითი შეხვედრა ექსპერტებთან ერთად და შესაბამისად, ჩვენ მათთან ერთად გადავწყვეტთ შემდეგ ღონისძიებებს, რაც იქნება საჭირო, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს ყველა პროფესიონალთან, ეპიდემიოლოგთან და ექსპერტთან.
„თუ რა დღიურ რაოდენობაზე შეიძლება რომ ქვეყანაში კოლაფსი შეიქმნას, ეს ძალიან რთული სათქმელია, ვინაიდან მხოლოდ რაოდენობრივ ჭრილს არ აქვს ჩვენთვის მნიშვნელობა - მნიშვნელობა აქვს პაციენტების სიმძიმის და ხარისხობრივ ჭრილსაც“, - აღნიშნა ტიკარაძემ.