“მეამა” მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ყავის კაფსულები, აპარატები და ყავის სხვადასხვა სახის აქსესუარები უკვე ახალ, თანამედროვე დიზაინის, განსხვავებულ POP-UP სივრცეებში შეიძინონ.
POP-UP სივრცეების დიზაინი, ისევე, როგორც კომპანიის სათაო ოფისი და ბრენდული სივრცე, არქიტექტორ გიორგი ხმალაძეს ეკუთვნის. მისი ვიზუალი და კონცეფცია განსხვავებულია სხვა მსგავსი ტიპის ობიექტებისგან. ფერადი კაფსულების და ხის სინთეზი საუკეთესოდ ერწყმის ერთმანეთს და POP-UP სივრცეს გამორჩეულ იერს სძენს.
მეამას ახალ POP-UP სივრცეებში კვალიფიციური კონსულტანტებისგან - მეამას ელჩებისგან ამომწურავ ინფორმაციას მიიღებთ. შესაძლებლობა გექნებათ გაეცნოთ, დაათვალიეროთ და შეიძინოთ საქართველოში წარმოებული კაფსულის ყავის უნიკალური გემოები, ყავის აპარატები და გამორჩული დიზაინის აქსესუარები.
ამ ეტაპზე მეამას ახალი POP-UP სივრცეები თბილისის აგროჰაბში - ჭავჭავაძისა და მარშალ გელოვანის გამზირზე და გლდანის “სითი მოლში” გაიხსნა, ასევე მალე გაიხსნება ბათუმის აგროჰაბშიც. კომპანია ქსელის კიდევ უფრო გაფართოებას POP-UP თუ ბრენდული სივრცეების სახით უახლოეს მომავალში გეგმავს. ყავის მოყვარულები კიდევ ბევრ ახალ და საინტერესო ლოკაციაზე შეძლებენ მეამას პროდუქციის ადგილზე დათვალიერებას და მარტივად შეძენას.
მეამა საქართველოს ბაზარზე დაახლოებით ერთი წლის წინ გამოჩნდა. ის მომხმარებელს ყავის უნიკალურ გემოებს, განსხვავებულ გამოცდილებას და ინოვაციურ მომსახურებას სთავაზობს, შესაბამისად მეამამ ძალიან მალე გამოიწვია მაღალი ინტერესი არამხოლოდ ყავის მოყვარულებში, არამედ იმ ადამიანებშიც, რომლებიც ინტერესით აკვირდებიან ქართული ბიზნესის განვითარებას.
კომპანია ერთადერთია ევროპაში, რომელიც აწარმოებს ევროპული და ამერიკული ფორმატის ყავის კაფსულებს. 18 ქვეყნიდან იმპორტირებული მწვანე მარცვალი მეამას საწარმოში ყავის ტექნოლოგების მიერ შექმნილი სპეციალური რეცეპტებით იხალება, იფქვება და იქმნება 15 სახეობის ნაზავი, რომელიც გემოსა და ხარისხის მაქსიმალურად შენარჩუნების მიზნით, ჰერმეტულ კაფსულაში თავსდება.
მეამას ყავის დიდი არჩევანი უკოფეინოდან ძლიერ და ინტენსიურ ყავამდე, მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს მარტივად აღმოაჩინოს საკუთარი გემო და ისიამოვნოს არომატული ყავით.
მეამას პროდუქციის შეძენა ახალი სავაჭრო წერტილების გარდა, საბურთალოს სითი მოლის “მეამას სივრცეში”, კომპანიის ონლაინ მაღაზიაში და ცხელ ხაზზე არის შესაძლებელი - *0808.
პროდუქციის მრავალფეროვნების, ახალი ინოვაციების შექმნისა და გაყიდვის ახალი ობიექტების გახსნის მიმართულების კომპანია აქტიურად მუშაობს, შესაბამისად მომხმარებელს სიახლეებს უახლოეს მომავალში შესთავაზებს.
(R)