2020 წლის ოქტომბერში საქართველოდან უცხოეთში 23.9 მლნ აშშ დოლარი (76.8 მლნ ლარი) გადაირიცხა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6.3%-ით მეტია. 2019 წლის ოქტომბერში ქვეყნიდან უცხოეთში 22.5 მლნ აშშ დოლარი გაიგზავნა.
აღსანიშნავია, რომ როგორც შარშან, წელსაც გადარიცხვებში ყველაზე დიდი წილი რუსეთზე მოდის. ათეულშია თურქეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, სომხეთი და აშ.
10 ქვეყანა, სადაც 2020 წლის ოქტომბერში ყველაზე მეტი ფული გადაირიცხა:
ცნობისთვის, 2020 ოქტომბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 181.7 მლნ აშშ დოლარი (584.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 18.6%-ით (28.5 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.